"ბარსელონა" მეოთხედფინალში უპრობლემოდ გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის მერვედფინალში "ბარსელონამ" სტუმრად რანგით მესამე დივიზიონის "სეუტა" 5:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

გიბრალტარის პირდაპირ მდებარე ქალაქ სუეტაში, სადაც 85 ათასი ადამიანი ცხოვრობს, "ბარსელონას" სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონი პირთამდე გაივსო. "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ ესპანეთის სუპერთასის ფინალში "რეალთან" მოგებული მატჩისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, მხოლოდ ლევანდოვსკი დააყენა ძირითადში და მეტოქეს ადვილად გაუსწორდა.

ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - მის ანგარიშზე კლუბში 23 შეხვედრაში 22 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

შემდეგ შეხვედრას "ბარსა"
22 იანვარს, ლა ლიგაზე, საკუთარ მოედანზე "ხეტაფესთან" გამართავს.

სეუტა. "ალფონსო მურუბე". 7 000 მაყურებელი
სეუტა - ბარსელონა 0:5
გოლები: 0:1 რაფინია (41), 0:2 ლევანდოვსკი (50), 0:3 ფატი (70), 0:4 კესიე (77), 0:5 ლევანდოვსკი (90)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული