"რეალმა" "ვილიარეალს" საოცარი მატჩი შემოუტრიალა და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის მერვედფინალში "რეალმა" გასვლაზე "ვილიარეალს" 3:2 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

"ვილიარეალმა" "რეალი" 7 იანვარს სახლში 2:1 დაამარცხა, ამჯერად კი მადრიდელებმა იმარჯვეს.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და პირველი ტაიმი კაპუსა და ჩუკვუეზეს გოლებით 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ ინიციატივა სტუმრებმა ხელთ იგდეს, ვინისიუსი მეკარე იორგენსენთან პირისპირ გავიდა და ანგარიში შეამცირა. "რეალმა" დიდი ძალებით შეუტია, "ვილიარეალი" თავს უხეიროდ იცავდა, მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს უტოვებდა და მილიტაომ ანგარიში გაათანაბრა. მერე კამავინგამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. თუმცა "სამეფო გუნდმა" მაინც მიაღწია მიზანს - გამარჯვების გოლი
სებალიოსმა გაიტანა.

22 იანვარს ლა ლიგაზე "ვილიარეალი" "ჟირონას" უმასპინძლებს, ხოლო "რეალი" 23 იანვარს გასვლაზე "ბილბაოს" დაუპირისპირდება.

ვილიარეალი. "სერამიკა". 20 124 მაყურებელი
ვილიარეალი - რეალი 2:3
გოლები: 1:0 კაპუ (4), 2:0 ჩუკვუეზე (42), 2:1 ვინისიუსი (57), 2:2 მილიტაო (69), 2:3 სებალიოსი (86)


მკითხველის კომენტარები / 1 /
ვილიარეალი რო 2-0 იგებს და 2-3 წააგებს . ის გუნდი ვინც ახლახან მოუგო რეალს. მოკლედ რა ეს გაყიდული თამაშები როგორც იტალიას ისე ესპანეთს დახუპავს ერთ დროს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
02:39 20-01-2023
16
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული