ბენზემა რაულს გაუთანაბრდა - "რეალმა" იმარჯვა და "ბარსელონას" გაქცევის საშუალება არ მისცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-18 ტურში "რეალმა" გასვლაზე "ბილბაოს" 2:0 მოუგო.

"სამეფო გუნდმა" სტუმრად სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და "ბარსელონას" გაქცევის საშუალება არ მისცა.

"რეალი" 41 ქულით მეორე ადგილზეა, "ბარსელონას" 3 ქულით ჩამორჩება და 30 იანვარს "სოსიედადს" უმასპინძლებს.

. ბენზემამ ჩემპიონატზე 228-ე გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით კლუბში რაულს გაუთანაბრდა და მხოლოდ რონალდოს ჩამორჩება (311).

ბილბაო. "სან მამესი". 49 316 მაყურებელი
ბილბაო - რეალი 0:2
გოლები: 0:1 ბენზემა (24), 0:2 კროოსი (90)

მკითხველის კომენტარები / 1 /
სულაც არ ვამცირებ,ბენზემას ბომბარდირულ თვისებებს,მაგრამ დღევანდელი და ძველი ბომბარდირების შედეგების ცალსახად შედარება,არასწორია.დღეს არსებული თამაშგარეს წესი,იმდენად ლიბერალურია,რომ მისი შემოღების შემდეგ,მატჩების შედეგიანობა,საგრძნობლადაა მომატებული და რა თქმა უნდა დღევანდელი ბომბარდირების შედეგებსაც აუმჯობესებს.ცვლილება სწორედ შედეგიანობის გასაზრდელად შემოიღეს,მაგრამ ამან,ძველი და ახალი წესის დროინდელი ბომბარდირები,არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა.
სოსო
16:49 23-01-2023
0

სიახლეები პოპულარული