"ბარსელონამ" კაცნაკლული "სოსიედადი" ძლივს დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის მეოთხედფინალში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სოსიედადი" 1:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა შანსი სტუმრებსაც ჰქონდათ, როდესაც კუბომ შორიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. მე-40 წუთზე მენდესი მოედნის ცენტრში ბუსკეტსს ეუხეშა, მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და ბასკური გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

შესვენების შემდეგ "ბარსამ" მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და დემბელემ რემიროს კარი დალაშქრა. საპასუხო შეტევისას ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შესაძლებლობა სიორლოტმა ვერ გამოიყენა, რომელმაც სამიოდ მეტრიდან ბურთი კარს ააცილა. კატალონიელები კვლავ
ფლობდნენ ინიციატივას და გავიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. ბოლოს სანსებასტიანელებს კიდევ ორი შანსი მიეცათ, მაგრამ ნავაროსა და ოლასაგასტის ტერ შტეგენმა არ გაატანინა და ხავის გუნდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

შემდეგ მატჩს "ბარსელონა" ლა ლიგაზე ჩაატარებს - 28 იანვარს გასვლაზე "ჟირონას" დაუპირისპირდება.

"ბარსელონამ" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა - ბოლო 12-დან კი 11 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 59 610 მაყურებელი

ბარსელონა - სოსიედადი 1:0
გოლი: დემბელე (52)
გაძევება: მენდესი (41)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლაპორტა და მთლიანად კატალონიაც, ლეოსთან მაგრად ჩაჭრილები არიან.
vaxo
12:51 26-01-2023
1
ძალიან სანახაობრივი და სწრაფი თამაში გამოვიდა.მსაჯი დასაწყისში უარს ამბობდა ყვითელი ბარათების მოხმარებაზე და პირველი ტაიმის ბოლოს,უკვე თითქმის ჩეხვაზე რომ გადავიდნენ,მაშინღა,მაგრამ უკვე პირდაპირ წითელი ბარათი გამოიყენა.ბარსას დიდი უპირატესობა ჰქონდა,მრავალი საგოლე შანსიც,მაგრამ სტუმრებს 4 ისეთი მომენტი ჰქონდათ,რომ მათი გამოყენების შემთხვევაში და აქედან სამი მაინც,აუცილებლად გასატანი იყო,თავისუფლად შეიძლებოდა,ბარსას წაეგო!გაძევების შემდეგ,სოსიედადი,თითქოს უფრო შეიკრა და ორგანიზებულად ათამაშდა,ბარსელონას შეტევები კი,მართლაც ჩინებული სანახავი იყო.მესის ასე უნამუსოდ გაშვების შემდეგ,მათი ნახვაც კი აღარ მაინტერესებდა,მაგრამ ეს ბარსა,უკვე დიდებულად თამაშობს და ახალგაზრდობა,ბრწყინავს.
სოსო
09:46 26-01-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული