სტუმრები მე-19 წუთზე მორატამ დააწინაურა - ეს 2018 წლის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ატლეტიკოს“ მიერ გატანილი პირველი გოლია. 79-ე წუთზე როდრიგომ ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. 99-ე წუთზე სავიჩმა კამავინგა წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და „როხიბლანკო“ კაცნაკლული დარჩა. 104-ე წუთზე ბენზემამ, 120+1-ეზე ვინისიუსმა დალაშქრეს ობლაკის კარი და "სამეფო გუნდმა" გაიმარჯვა.
თასის ნახევარფინალში „რეალი“, „ბარსელონა“, „ოსასუნა“ და „ბილბაო“ გავიდნენ.
30 იანვარს „რეალი“ ლა ლიგაზე „სოსიედადს“ უმასპინძლებს, ხოლო „ატლეტიკო“ 29 იანვარს „ოსასუნას“ ესტუმრება.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ატლეტიკო 3:1 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 მორატა (19), 1:1 როდრიგო (79), 2:1 ბენზემა (104), 3:1 ვინისიუსი (120+1)
გაძევება: სავიჩი (99)