"ბარსელონამ" პრიმერაზე ზედიზედ მერვე გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-19 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ჟირონა“ 1:0 დაამარცხა.

გოლი პედრიმ მეორე ტაიმში გაიტანა - ეს ბოლო 4 მატჩში პედრის მესამე გოლია, სულ კი მიმდინარე ჩემპიონატზე მეტოქეთა კარი ხუთჯერ დალაშქრა, რაც მისი რეკორდია.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა დემბელემ 26-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

"ბარსამ" პრიმერაზე ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა (ბოლო 13-დან 12 მოიგო) და 18 ჩატარებული შეხვედრაში 14-ში გოლი ვერ გაუტანეს. სულ 6 გოლი გაუშვა - ეს ტოპ-ლიგებში საუკეთესო შედეგია.

„ბარსელონას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 47 ქულით ლიდერია, „რეალს“
6 ქულით უსწრებს და 2 თებერვალს გასვლაზე „ბეტისს“ დაუპირისპირდება. „სამეფო გუნდი“ 30 იანვარს „სოსიედადს“ უმასპინძლებს.

ჟირონა. „მონტილივი“. 13 402 მაყურებელი
ჟირონა - ბარსელონა 0:1
გოლი: პედრი (61)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული