გატუზო: ჩემი გუნდში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშაა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-19 ტურში "ვალენსია" სტუმრად "ვალიადოლიდთან" 0:1 დამარცხდა და ჩემპიონატზე ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "ღამურების" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა:

"ვიცოდით, რომ სატურნირო ცხრილში ორივე გუნდის მდგომარეობის გთვალისწინებით, განსაკუთრებული მატჩი იქნებოდა. მეტოქესთან ინდივიდუალური მოქმედებით სათამაშო სტილის შეცვლას ვცდილობდით, გოლის გატანის ოთხი თუ ხუთი შანსი გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა, ვინაიდან მოწინააღმდეგემ მეტი შეუპოვრობა გამოავლინა.

გასაგებია, წაგების გამო პასუხისმგებელი მე ვარ. გუნდი ახლა არასტაბილურად ასპარეზობს. ჩვენი მუშაობა გრძელდება, რათა ბოლოს და ბოლოს
მომენტების გამოყენება დავიწყოთ და მოედანზე სიტუაცია შევცვალოთ.

მესმის, ჩემი გუნდში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ამიტომ კლუბის მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივისცემით მოვეკიდები. ჩემი ერთადერთი პრიორიტეტია, ვცადო ჩვენი სიტუაცია შევცვალო".

ასევე დაგაინტერესებთ