ლა ლიგის მე-19 ტურში „რეალი“ სახლში „სოსიედადთან“ ფრეს დასჯერდა - 0:0.
მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებიც მრავლად შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე რემირო, რომელმაც 9 "სეივი" განახორციელა. უნდა აღინიშნოს, რომ შანსები სანსებასტიენელებსაც ჰქონდათ - კუბოს ორჯერ გატანა კურტუამ არ დაანება.
„რეალი“ 42 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება და 3 თებერვალს „ვალენსიას“ უმასპინძლებს.
ბასკურმა გუნდმა ბოლო 6 მატჩში ვერ შეძლო „რეალის“ დამარცხება.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 58 129 მაყურებელი
რეალი - სოსიედადი 0:0