"ვალენსიამ" გატუზო გაუშვა - მამარდაშვილი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
"ვალენსია", რომლის ღირსებასაც გიორგი მამარდაშვილი იცავს, მწვრთნელის გარეშე დარჩა.

"ვალენსიამ" 45 წლის ჯენარო გატუზოსთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

იტალიელმა სპეციალისტმა "ღამურები" გასულ წელს ჩაიბარა. ბოლო მატჩებში გუნდი წარუმატებლად ასპარეზობდა და ის კლუბის ხელმძღვანელობისგან შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვდა.

ორშაბათს "ვალენსია" ვარჯიშს ფლორო გონსალესის ხელმძღვანელობით განაახლებს.

"ვალენსიამ" ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 3 თებერვალს "რეალთან" უმძიმესი გასვლა ელის.

ასევე დაგაინტერესებთ