"ბარსელონამ" ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა და "რეალს" 8 ქულით გაექცა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-20 ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ბეტისი“ 2:1 დაამარცხა.

ინიციატივას სტუმრები ფლობდნენ, მასპინძლები კონტრიერიშებით პასუხობდნენ. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ბარსელონა“ ისევ ბევრს უტევდა და ჩემპიონატზე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა.

ლიდერმა „ბარსელონამ“ უახლოესი მდევარი „რეალი“ 8 ქულით ჩამოიტოვა და 6 თებერვალს „სევილიას“ უმასპინძლებს. „სამეფო გუნდი“ 3 თებერვალს „ვალენსიას“ დაუხვდება და ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 48 181 მაყურებელი
ბეტისი - ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 რაფინია
(65), 0:2 ლევანდოვსკი (80), 1:2 კუნდე (85, საკ. კარში)
გაძევება: კარვალიო (90+5)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული