"ბარსელონამ" "სევილიას" მოუგო და "რეალი" 8 ქულით ჩამოიტოვა

AutoSharing Option
ლა ლიგის 21-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „სევილია“ 3:0 დაამარცხა.

სტუმრებმა მასპინძლებს მხოლოდ 58 წუთი გაუძლეს, რის შემდეგაც კატალონიურმა გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და გაიმარჯვა.

„ბარსას“ ნახევარმცველმა ბუსკეტსმა მერვე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

„ბარსელონა“ 53 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 8 ქულით უსწრებს და 13 თებერვალს სტუმრად „ვილიარეალს“ შეხვდება.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 77 987 მაყურებელი

ბარსელონა - სევილია 3:0
გოლები: 1:0 ალბა (58), 2:0 გავი (70), 3:0 რაფინია (79)

მკითხველის კომენტარები / 2 /
Მერვეზე არა მეოთხმოცეზე
nairobi
01:38 07-02-2023
1
წესით ამხელა ჰანდიკაპი არ უნდა გაანიავოს ბარსელონამ.
ნეიტრალური
12:12 06-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული