"ბარსელონა" რონალდინიოს შვილს კონტრაქტს გაუფორმებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლეგენდამ, რონალდინიომ, დაადასტურა, რომ მისმა შვილმა ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირამ კატალონიურ გუნდში სინჯები წარმატებით გაიარა და მალე კონტრაქტს გაუფორმებენ.

17 წლის ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირამ "კრუზეიროსთან" ხელშეკრულება გაწყვიტა და "ბარსას" ფეხბურთელი გახდება.

"ბარსელონა" ჩემი ცხოვრების ნაწილია. ეს კლუბი მუდამ ჩემთანაა. როდესაც ჩემი შვილი ამ გუნდის წევრი გახდება, აქ უფრო ხშირად ვიქნები", - განაცხადა რონალდინიომ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული