ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში "სოსიედადი" "ესპანიოლს" ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.
სტუმრებმა პირველ ტაიმში ტაკეფუსა კუბოს მიერ 23-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგეს.
მეორე ნახევარში, 51-ე წუთზე, ალექსანდრ სორლოტმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, 63-ე წუთზე კატალონიელთა მცველმა ლეანდრო კაბრერამ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და ბასკების უპირატესობა უვკე სოლიდური გახდა.
"ესპანიოლმა" გაიბრძოლა და სერჟი დარდერის მიერ 74-ე და ბრაიან ოლივანის მიერ 87-ე წუთებზე გატანილი გოლებით სხვაობა მინიმალური გახადა, თუმცა ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
ამრიგად, 21 ტურის შემდეგ "სოსიედადი" 42 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 18 თებერვალს, "სელტა ვიგოსთან" ჩაატარებს.
"ესპანიოლი" 21 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფება, 19 თებერვალს კი "ელჩეს" ესტუმრება.