მამარდაშვილის "ვალენსიას" მწვრთნელად ბარახა დანიშნეს

AutoSharing Option
ჯენარო გატუზოს ნაცვლად "ვალენსიას" მწვრთნელად 47 წლის რუბენ ბარახა დანიშნეს.

კლუბი ბარახასთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალებს არ იტყობინება.

ბარახა "ვალენსიაში" 2000-10 წლებში თამაშობდა (ნახევარმცველი იყო). ის ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და უეფას თასის მფლობელია, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო მონაწილეობა.

ის ადრე "ელჩეს", "რაიო ვალეკანოს", ხიხონის "სპორტინგს", "ტენერიფესა" და "სარაგოსას" წვრთნიდა.