"ერთა ლიგა არავის არაფერში სჭირდება..." - კროოსმა უეფა გააკრიტიკა და სუპერლიგის იდეაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გერმანელმა ვარსკვლავმა ტონი კროოსმა სუპერლიგის იდეას დაუჭირა მხარი და უეფა გააკრიტიკა. 33 წლის ნახევარმცველი ერთა ლიგასაც შეეხო და თქვა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ისეთი ტურნირი შექმნა, რომელიც არავის აინტერესებს:

"ვფიქრობ, სუპერლიგას ვიხილავთ და ამას არაერთი მიზეზი აქვს. ტურნირის იდეა შეიცვალა და განხილვას იმსახურებს. თუ სიტუაციას მთლიანობაში შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ უეფა სულაც არ არის გულშემატკივრებისთვის კეთილგანწყობილი ორგანიზაცია. ამჟამად სუპერლიგა ყველა კლუბის განაცხადების განხილვას აპირებს.

ამ ტურნირზე არ იგეგმება, რომ მონაწილეობა მხოლოდ დამფუძნებელმა კლუბებმა მიიღონ და ისინი მუდმივად იასპარეზებენ.
ეს იქნება ღია სპორტული ტურნირი, რომელსაც მართავენ კლუბები და არა უეფა. დარწმუნებული ვარ, იდეა იმსახურებს მინიმუმ კიდევ ერთ შესაძლებლობას.

ხშირად მოსაზრებები მხოლოდ უეფადან მოდის და არის განცდა, რომ არავინ გვისმენს. მათ შექმნეს ერთა ლიგა, რომელიც არავის არაფერში სჭირდება და ამის შესახებ მათ კითხვას არავინ უსვამს", - ციტირებს კროოსს AS.
მკითხველის კომენტარები / 13 /
აბსოლუტურად სწორი აზრია.უეფა და ფიფა გადაიქცა კორუფციის და ფულის კეთების შპს-დ. ვერც ვერავინ ერევა მათ გადაწყვეტილებებში და ფინანსები კი გადამალულ- გასაიდუმლოებულია.რომ იძახით სახალხო თუ დემოკრატიული სპორტიაო,ნეტა რა გაქვთ მხედველობაში? ის რომ გერმანია სან-რემოს ეთამაშება თუ ის რომ სიტი უნდა (თეორიულად)ეთამაშოს თუნდაც ქუთაისის ტორპედოს?
ენ ბი ეის თუ ენ ეიჩ ელის ტიპის გათამაშებებში ერთი თუ გაგიგიათ ჩაწყობილი თამაში ან კორუფციის ერთი შემთხვევა? ფეხბურთში ფულის უდიდესი ნაწილი შედის ტელევიზიის მეშვეობით. დღეს თქვენ რომ უყურებთ ნეაპოლის და სასჯელის თამაშს, მხოლოდ კვარაცხელიას გამო თორემ ისე რაში გაინტერესებდათ?
მოკლედ ( ვერ ჩამოვაყალიბე ბოლომდე),სუპერლიგა იქნება და სხვა შანსი არ არის. და იქნება რეგიონალური, სტუდენტური, სამოყვარულო ლიგები და ჩემპიონატები, საიდანაც საუკეთესო მოთამაშეები მოხვდებიან სუპერლიგის კლუბებში.
სანდრო
00:07 18-02-2023
0
ფეხბურთელებში ყველაზე უსისხლო გერმანელი.ნაკრებშიც ძალად თამაშობდა და ახლაც სიბრძნეებს აფრქვევს.არ მომწონს ეს კაცი ძალიან უვარგისი ვინმეა,არატიპიური გერმანელი.
Master
23:54 17-02-2023
0

სიახლეები პოპულარული