"რეალი" "ატლეტიკოსთან" მარცხისგან 18 წლის როდრიგესმა გადაარჩინა

AutoSharing Option
ლა ლიგის 23-ე ტურში „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 1:1 დასრულდა.

სტუმრები 78-ე წუთზე ხიმენესმა დააწინაურა, საპასუხო გოლი კი 77-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 18 წლის როდრიგესმა 85-ე წუთზე გაიტანა.

აღსანიშნვია, რომ მსაჯმა 64-ე წუთზე „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი კორეა გააძევა.

„რეალი“ 52 ქულით მეორე ადგილზეა, „ბარსელონას“ 7 ქულით ჩამორჩება და კატალონიურ გუნდს 3 მარტს ესპანეთის თასზე უმასპინძლებს. „ბარსა“ დღეს 23-ე ტურის მატჩს გასვლაზე „ალმერიასთან“ გამართავს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 64 721 მაყურებელი
რეალი - ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 ხიმენესი (78), 1:1 როდრიგესი (85)
გაძევება:
კორეა (64)