"რეალმა" ბურთი კარში ვერ დაარტყა - "ბარსელონამ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ბარსელონამ“ გასვლაზე „რეალს“ 1:0 სძლია.

"ბარსამ" "რეალს" ბოლო 4 კლასიკოდან 3 მოუგო და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე "ბლანკოსის" 6-მატჩიანი წაუგებელი სერია.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ. სტუმრებმა, რომლებსაც ტრავმირებული პედრი, დემბელე და ლევანდოვსკი ვერ დაეხმარნენ, თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და 26-ე წუთზე მილიტაოს ავტოგოლით დაწინაურდნენ. "სამეფო გუნდი" ბევრს უტევდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და დამარცხდა. თან, მადრიდელებს ბურთი კარში არ დაურტყამთ, რაც უკანასკნელად 2022 წლის 15 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მატჩში მოხდა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 6 აპრილს
„კამპ ნოუზე“ ჩატარდება.

. ბუსკეტსი 46 ჩატარებული მატჩით ელ კლასიკოს რეკორდსმენი გახდა - მან მესისა და სერხიო რამოსის რეკორდი დაამხო.
. "ბარსას" მწვრთნელმა ხავიმ მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და "ვალენსიასთან" დაპირისპირებისას თავის გუნდს ვერ  უხელმძღვანელებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ბარსელონა 0:1
გოლი: მილიტაო (26, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ინგისურ კლუბებზე წერენ და რეალიც და ბარსელონაც არის მსაჯეზე გაყიდული გუნდები.
იკა
13:15 03-03-2023
8
100 % იანი ხარ ჯიგარო
ლაშას
12:30 03-03-2023
2

სიახლეები პოპულარული