„ბარსამ“ „ბლანკოსს“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამედ სძლია და ჩემპიონობას მიუახლოვდა.
მეცხრე წუთზე ვინისიუსის ჩაწოდებული ბურთი არაუხომ საკუთარ კარში ჩაჭრა და „სამეფო გუნდი“ დაწინაურდა. ეს XXI საუკუნეში კლასიკოში პირველი ავტოგოლია. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სერხი რობერტომ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში მართლაც თვალსასეირო თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით. მე-80 წუთზე ასენსიომ ტერ შტეგენის კარი დალაშქრა, მაგრამ VAR-მა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალა, კომპენსირებულ დროში კი კესიემ გამარჯვება „ბარსას“ მოუპოვა. ეს პრიმერაზე მისი პირველი გოლია და თანაც, როგორი მნიშვნელოვანი.
ასე და ამგვარად, კატალონიურმა გუნდმა „რეალი“ 12 ქულით ჩამოიტოვა და 1-ელ აპრილს გასვლაზე „ელჩეს“ დაუპირისპირდება, ხოლო „რეალი“ 2 აპრილს „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 95 745 მაყურებელი
ბარსელონა - რეალი 2:1
გოლები: 0:1 არაუხო (9, საკ. კარში), 1:1 სერხი რობერტო (45), 2:1 კესიე (90+2)