ლა ლიგის 26-ე ტურში "ბარსელონასთან" სტუმრად წაგებულ მატჩში AS-მა "რეალის" თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას 10 ქულიდან 0 დაუწერა.
მეორე ყველაზე დაბალი შეფასება, 2-იანი, ლუკა მოდრიჩმა მიიღო.
"სამეფო გუნდიდან" ყველაზე მაღალი შეფასება ტიბო კურტუამ დაიმსახურა (9). ვინისიუსის თამაში 8-იანით შეაფასეს, ხოლო დანი სებალიოსის, როდრიგოსი, მარკო ასენსიოსი და ედერ მილიტაოსი - 6-იანით.