"სევილიამ" მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში მეორედ გადააყენა

AutoSharing Option
ესპანურმა "სევილიამ" გვაუწყა, რომ ხორხე სამპაოლი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

მიუხედავად იმისა, რომ ანდალუსიელები ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ, ლა ლიგაში ძალიან ცუდად ასპარეზობენ და სეგუნდაში გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატები არიან.

დიდი ალბათობით, "რამოს სანჩეს პისხუანის" ბინადრებს ხოსე ლუის მენდილიბარი დამოძღვრავს.