"რეალი" "ნაპოლის" ოსიმენში 80 მილიონს და ერთ ფეხბურთელს შესთავაზებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" 24 წლის თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შეიძლება კარიერა ლა ლიგაში გააგრძელოს.

Calciomercato-ს ცნობით, ოსიმენის სამსახურით "რეალია" დაინტერესებული და "ნაპოლის" ტრანსფერში 80 მილიონ ევროს და მცველ ნაჩო ფერნანდესს შესთავაზებს.

ოსიმენი "ნაპოლიში" 2020 წელს "ლილიდან" გადავიდა, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ნიგერიელს ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ