ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს

AutoSharing Option
ერთ დროს იმედისმომცემი "ბარსელონას" ნახევარმცველი ბოიან კრკიჩი კარიერას 32 წლის ასაკში დაასრულებს.

"ბოიანი ხუთშაბათს დაგვემშვიდობება. ის კარიერის დასრულების შესახებ "კამპ ნოუზე" გამოაცხადებს. მე ამ ღონისძიებაზე ვიქნები", - განაცხადა "ბარსას" ყოფილმა მცველმა ჟერარდ პიკემ.

კრკიჩი ბოლოს "ვისელ კობეში" თამაშობდა, რომელიც 2023 წლის იანვარში დატოვა. ის ესპანეთის და ნიდერლანდების ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

ასევე დაგაინტერესებთ