კასანო: სპალეტი "ნაპოლიში" მეტს ვერ მიაღწევს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ანტონიო კასანოს "რეალის" მომავალ მესაჭედ "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი წარმოუდგენია.

"ვფიქრობ, სპალეტი "ნაპოლიში" მეტს ვერ მიაღწევს. თუ სხვა კლუბში შესაძლო გადასვლაზე ვისაუბრებთ, მხოლოდ ერთ გუნდს ვხედავ, სადაც თავისი შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებს - "რეალი".

თუ "რეალი" ანჩელოტის დაემშვიდობება, მე ფსონს იმაზე ჩავიდოდი, რომ იქ სპალეტი გადავა.

იტალიაში ის "იუვენტუსში" არ წავა, იქ დღე-ნახევარი ვერ გაძლებს. სერია A-ში მისი წარმოდგენა მხოლოდ "მილანში" ან "ფიორენტინაშია" შესაძლებელი", - განაცხადა კასანომ Bobo TV-ის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ