"ნაპოლი" შეიძლება მალე თავდამსხმელმა დატოვოს

AutoSharing Option
წარუმატებელი სეზონის შემდეგ "სევილიას" სპორტული დირექტორი რამონ მონჩი რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

სეზონში სამი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ მონჩი მიხვდა, რომ პრობლემა პროექტშია და გუნდის გაძლიერებას ახალი ფეხბურთელებით გეგმავს.

კერძოდ, მონჩი ყურადღებით აკვირდება "ნაპოლის" მიერ "ვერონასგან" იჯარით აყვანილი ჯოვანი სიმეონეს სიტუაციას, რომელმაც ამ სეზონში მხოლოდ 669 წუთი ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.

27 წლის არგენტინელის საიჯარო ხელშეკრულება ზაფხულამდეა გაფორმებული და "ნაპოლის" კონტრაქტის გამოსყიდვა შეუძლია. Тransfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 17 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ ძმა ხარ მონჩი პოლიტანო წაათრიე რა,ეს გამოსადეგი კაცია,მითუმეტეს თუ ოსი წავიდა
ნიკო
01:47 05-04-2023
5
მაგას თუ წაიყვანთ ნაპოლი მიქაუტაძეს მოიყვანს 5 მილიონად!
მწვრთნელი
12:05 05-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული