„რეალს“ პირველი შეხვედრა მადრიდში 0:1 ჰქონდა წაგებული, გასვლაზე კი თანაბარი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში სწრაფი კონტრიერიშისას ვინისიუსის გოლით (თუ კუნდეს ავტოგოლით) დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ტერ შტეგენს ბენზემამ გაუტანა, მერე საჯარიმოში ვინისიუსი კესიემ წააქცია, ხოლო ქარიმმა პენალტი უზადოდ შეასრულა. ბოლოს მან ჰეთ-თრიკი შეასრულა და „ბლანკოსმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ფინალში „რეალი“ „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.
. ბენზემამ ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიკი, ბოლო 4 შეხვედრაში კი 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
. "რეალმა" "ბარსელონა" 4 გოლის სხვაობით 1995 წლის შემდეგ პირველად გაანადგურა - გასვლაზე 1963 წლის მერე პირველად.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 94 904 მაყურებელი
ბარსელონა - რეალი 0:4
გოლები: 0:1 ვინისიუსი (45+1), 0:2 ბენზემა (50), 0:3 ბენზემა (58, პენ), 0:4 ბენზემა (80)