სკანდალი ლა ლიგაში - რამ გამოიწვია ვინისიუსის გაღიზიანება "ვალენსიასთან", ანჩელოტიმ თქვა, რომ ბრაზილიელი სთხოვდა, შეეცვალა

AutoSharing Option
ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრა, სადაც "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "რეალი" 1:0 დაამარცხა, ქართველ გულშემატკივარს გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშით დაამახსოვრდება, თუმცა ამ მატჩმა სხვა მხრივ დიდი სკანდალი გამოიწვია.

"ღამურების" ფანები მადრიდელთა შემტევ ვინისიუსს პირველივე წუთებიდან რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა კიდეც.

ბრაზილიელი აშკარად განერვიულებული ჩანდა და ბევრს კამათობდა. მან უგო დუროს სახეში ხელი ჩაარტყა, მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე ნახა და "სამეფო გუნდის" ფეხბურთელი გააძევა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვინისიუსი კვლავ ძალიან გაღიზიანებული იყო. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რასისტებმა
მისი გაძევებით პრიზი მიიღეს, ეს ფეხბურთი არ არის და ეს ლა ლიგაა.

ბრაზილიელმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პრიმერას მატჩში რასისტული შეურაცხყოფები მოისმინა; ჩემპიონატი, სადაც მესისა და რონალდოს მსგავსი დონის ფეხბურთელები ასპარეზობდნენ, დღეს რასისტებს ეკუთვნის და ლა ლიგაში რასიზმი ნორმალურია.

ინფორმაციისათვის, მატჩის დასრულების შემდეგ "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უშუალოდ შეხვედრაზე საუბარი იუარა.

მან თქვა, რომ მსგავსი საქციელი მიუღებელია, ვინისიუსმა სთხოვა, რომ შეეცვალა, მაგრამ ანჩელოტიმ უთხრა, რომ ის არა დამნაშავე, არამედ მსხვერპლი იყო, მოედანზე დატოვა, მაგრამ შემდეგ წითელი ბარათი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 31 /
რა გაატრაკეს საქმე ამ რასისტული გამონათქვამებით? "შავო", რომ დაგიძახებენ ვერ გამიგია, რატომ უნდა გახელდე ამით? იმას გიძახიან რაც ხარ. რომ დაგიძახონ თეთრკანიანოვო სწორედ ამისთვის უნდა გაბრაზდეს. ჩვენთან ვარჯიშზე ერთი მეგობარი მეორეს სახელის ნაცვლად"შეუხედავს" ეძახდა, მაგრამ ცხონებული არასდროს გაბრაზებულა.
ჟორა
20:14 23-05-2023
2
ზოგმა ვერ გაიგო რამ აღაშფოთა გიორგი. ეს იმიტომ რომ თამაშს არ გიყურებიათ და მარტო ჰაილაითებით და კომენტარებით გამოგაქვთ დასკვნები! ეს ვინისიუსი მთელი თამაში აგრესიული იყო, და წაქცეულ კაცს ფეხი ამოარტყა და მამარდა იქვეა იდგა 7 მეტრში და დაინახა და ამიტომ გამოეკიდა, მერე მეორე ბურთის გადმოგდების გამო ვინისიუსმა გულშემატკივარს მიაყენა შეურაწყოფა ტრიბუნქზე და იმათმაც აგინეს, გუნება და ლანძღვა ტრიბუნებიდან მეტოქე ფეხბურთელებზე სულ ხდება, ასე იქცევუან მადრიდშიც და ვალენსიაშიც და ქუთაისშიც. მთელი ვალენსია აწყნარებდა ვინისიუსს და ამან კიდე ნერვები და თავისი ამოპარტავნობა ვერ მოთოკა და ხელი ჩაარტყა სახეში ვალენსიას ფეხბურთელს მოულოდნელად ვითომ არ უნდოდა ისე, და ხელის დარტყმა ფეხბურთში წითელი ბარათია! მერე სტადიონიდან გადიოდა და მთელ სტადიონს უხამსი ჟესტი აჩვენა და სასქესო ორგანოზე მითითა მთელ სტადიონს! ამის მერე უკვე ყველს ყელში ამოუვიდა ამის ფერება! ეს იყო და ეს, ამან კიდე თავი ვეღარ გაიმართლა და ერთადერთი გზა ის იყო რომ მოემიზეზებინა და თავი გაემართლებინა, და იხმარა ჯადოსნური სიტყვა რასიზმი! და ის რაც მანამდე თვითინ დააშავა, ეს ყველაფერი რასიზმში გამოქვითა! ასე რომ წაკითხულს და ამოჭრილ ვიდეობის ნახვას ჯობია სრული სურათი ნახო, იქ ყველფერი კარგად ჩანს! კიდე კაი ზიდანი შავკანიანი არ იყო თორე წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა!
Vasili
10:38 23-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული