მორატა "ატლეტიკოში" დარჩენის სანაცვლოდ ანაზღაურების შემცირებაზე დათანხმდა

AutoSharing Option
As-ის ცნობით, "ატლეტიკო" თავდამსხმელ ალვარო მორატასთან 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას და მხარეები მალე მიაღწევენ შეთანხმებას.

მორატას ხელშეკრულებას ორი ან სამი წლით გაუხანგრძლივებენ და ხელფასს დაუკლებენ.

მას საუდის არაბეთიდან და აშშ-დან აქვს შეთავაზებები, აგრეთვე, "მილანი" და "იუვენტუსი" იწვევენ, მაგრამ "ატლეტიკოში" დარჩენა ურჩევნია.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ალვარომ კლუბში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული