ხორვატს სეზონურად 80 მილიონ ევროს სთავაზობენ, ეს კი 7-ჯერ მეტია იმაზე, რასაც ის მადრიდის "რეალში" გამოიმუშავებს.
37 წლის ფეხბურთელს თავად "სამეფო გუნდში" დარჩენა სურს, მაგრამ ჯერჯერობით "ალ აჰლისთვის" უარი არ შეუთვლია.
ამავდროულად, Goal-ი ავრცელებს ცნობას, რომ საუდის არაბეთში ტურინის "იუვენტუსის" მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისაც ეპატიჟებიან, რომელსაც "ალ ჰილალი" 3-წლიან კონტრაქტსა და სეზონურ გასამრჯელოდ 20 მილიონ ევროს ჰპირდება.