რასისტული სკანდალის შედეგი - მამარდაშვილის "ვალენსია" სპონსორისა და 3 მილიონი ევროს გარეშე დარჩა

AutoSharing Option
Relevo-ს ცნობით, ინგლისურმა სატრანსპორტო კომპანია CAZOO-მ გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიასთან" კონტრაქტი გაწყვიტა, ამის მიზეზი კი ლა ლიგის 35-ე ტურში "მესტალიაზე" მომხდარი რასისტული ინციდენტია.

მოგეხსენებათ, "რეალთან" შეხვედრაში "ღამურების" ფანები "სამეფო გუნდის" შემტევის ვინისუსის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებდნენ, რამაც შემდეგში დიდი სკანდალი გამოიწვია.

CAZOO-ს "ვალენსიასთან" 2-წლიანი სასპონსორო კონტრაქტი გასული სეზონის დასაწყისში ჰქონდა გაფორმებული და ყოველწლიურად 4 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა.

კლუბს კომპანიის სახელი მაისურზე უნდა დაეტანა. "მესტალიას" ბინადრებმა პირველი წლის თანხა მიიღეს, ახლა კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო 1 მილიონს ჩაურიცხავენ, გუნდი კი რასისტული
სკანდალის გამო 3 მილიონის ზარალს ნახავს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
სამწუხაროდ, ვინისიუსის პროვოკაციულმა გამოხდომებმა გაიმარჯვა!
ლაშა
11:36 17-06-2023
57
არადა მამარდაშვილმა მოახდინა პროვოცირება.რაც გააკეთა რასისტული გამოხტომა იყო
madrid
12:05 18-06-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული