"რეალმა" ვეტერან ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, - იტყობინება მადრიდული კლუბი საიტით.
მოდრიჩი "რეალში" 2012 წლიდან თამაშობს და მის რიგებში 23 ტიტული მოიგო. Transfermarkt-ის მიხედვით, ხორვატის ფასი 10 მილიონი ევროა.
ის ფიფას ვერსიით 2018 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.