"ბაიერნიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული 33 წლის მცველი დეილი ბლინდი "ჟირონაში" გადავიდა.
კატალონიურმა კლუბმა ნიდერლანდელს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ბლინდი "ბაიერნში" "აიაქსიდან" იანვარში გადავიდა და ბუნდესლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.