ინგლისელი ბელინგემი ირლანდიის მოქალაქე გახდება

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ჯუდ ბელინგემმა გადაწყვიტა, რომ ირლანდიის მოქალაქეობა მიიღოს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშირის პოლიტიკაა. 

გამოცემა წერს, რომ ჯუდი ირლანდიის საელჩოდან დასტურს ელოდება, რათა "რეალმა" ფეხბურთელი გუნდის საჩემპიონატო განაცხადში ევროკავშირელის სტატუსით შეიყვანოს.

ბელგინგემი, რომელიც ინგლისის ნაკრების წევრია, ლა ლიგაში ლეგიონერად ჩაითვლება, თუ მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა ექნება. მიზეზი ცხადია - ინგლისელები და დიდი ბრიტანეთის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენელი ფეხბურთელები ევროკავშირის ქვეყნებში ლეგიონერებად ბრექსიტის შემდეგ ითვლებიან. 

20 წლის ნახევარმცველი "რეალში" "დორტმუნდიდან" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა. ესპანურმა გრანდმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 103
მილიონი ევრო გადაიხადა და მასთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული