"ატლეტიკომ" დაიმატა ფორვარდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში გოლი გაუტანა

AutoSharing Option
"ატლეტიკომ" გვაუწყა, რომ "გრანადადან" 6 მილიონ ევროდ ნიგერიული წარმოშობისა და ესპანეთის მოქალაქე, 19 წლის ფორვარდი სამუ ომოროდიონი 6 მილიონ ევროდ შეიძინა.

"როხიბლანკომ" ახალგაზრდა ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

აღსანიშნავია, რომ სამუმ პროფესიონალურ დონეზე თამაში მხოლოდ მიმდინარე სეზონში დაიწყო.

მან ლა ლიგაში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა, 14 აგვისტოს სწორედ "ატლეტიკოსთან" და თავის ამჟამინდელ გუნდს გოლიც გაუტანა.