"რეალი" 16 წლის უკრაინელ მეკარეს, ილია ვოლოშინს შეიძენს, - იტყობინება ჟურნალისტი რამონ ალვარეს დე მონა.
ვოლოშინი ამჟამად ესპანეთის მესამე დივიზიონის "რაიო მახადაონდაში" თამაშობს და მისი სიმაღლე 2 მეტრია. კლუბებმა ტრანსფერზე უკვე მიაღწიეს შეთანხმებას.
"რეალში" კიდევ ერთი უკრაინელი მეკარეა - 24 წლის ანდრეი ლუნინი.