27 წლის უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი ერთსეზონიანი იჯარით "ბრიუგედან" "ვალენსიაში" გადავა.
იარემჩუკმა "გენტიდან" აბარგების შემდეგ "ბენფიკასა" და "ბრიუგეში" ვერ შეძლო დამკვიდრება და ახლა ლა ლიგაში ითამაშებს.
რომანჩუკი გასულ წელს "ბრიუგემ" კლუბისათვის სარეკორდო თანხად, 17 მილიონ ევროდ შეიძინა "ბენფიკასგან". მან ბელგიურ გუნდში 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. რომანს თავისი ქვეყნის ნაკრებში 43 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი.
"ვალენსიას" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და არაა გამორიცხული, უკრაინელმა გუნდის დახმარება შეძლოს. ვნახოთ.