რომან იარემჩუკი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
27 წლის უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი ერთსეზონიანი იჯარით "ბრიუგედან" "ვალენსიაში" გადავა.

იარემჩუკმა "გენტიდან" აბარგების შემდეგ "ბენფიკასა" და "ბრიუგეში" ვერ შეძლო დამკვიდრება და ახლა ლა ლიგაში ითამაშებს.

რომანჩუკი გასულ წელს "ბრიუგემ" კლუბისათვის სარეკორდო თანხად, 17 მილიონ ევროდ შეიძინა "ბენფიკასგან". მან ბელგიურ გუნდში 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. რომანს თავისი ქვეყნის ნაკრებში 43 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი.

"ვალენსიას" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და არაა გამორიცხული, უკრაინელმა გუნდის დახმარება შეძლოს. ვნახოთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იარემჩუკი კარგი ფეხბურთელია,წაადგება ვალენსიას.
ჯუჯი
10:25 01-09-2023
1
ოოუუფფ!! 17 მილიონად ღირებული შემტევის დამატება თურმე გაჭივრება ყოფილა, რომელიც უკრაინის ნაკრების წევრია- 13 გოლი, ევროტურნირებზე-14 გოლი, 40 თამაში. გენტში-62 გოლი. გასულ სეზონში ბენფიკა-9 გოლი, მ/შ-3 ჩემპიონთა ლიგაზე. ამასთან უკრაინის ნაკრები დღეისათვის ფიფას რეიტინგით 24-ეა,საქართველო 78-ე, გენტში ჩაკვესთან ერთად თამაშობდა და მათი შედეგები შეადარეთ და მერე ასე ირონიულად.....ბოლოს და ბოლოს მამარდა აიყვანეს ლოკოდან და ათამაშებენ....აქ მთავარი მისი უკრაინელობაა, თორემ რუსი ზახარიანი რომ წაიყვანეს სოსიედაში არა შემხვედრია ამ ვითომ პატრიოტების ახშფოთება და ირონია..
Jora-giorgi
10:51 01-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული