ლა ლიგის მეოთხე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მცველმა ჟიულ კუნდემ ილქაი გიუნდოგანის პასით სტუმრები დააწინაურა. 76-ე წუთზე ჩიმი ავილამ ანგარიში გაათანაბრა. 84-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა მასპინძელთა მცველი კატენა გააძევა და პენალტი დანიშნა, რომელიც ლევანდოვსკიმ გაიტანა.
"ბარსას" რიგებში დებიუტანტებმა ითამაშეს - ჟოაო კანსელუმ 59-ე წუთიდან, ჟოაო ფელიქსმა კი მე-80 წუთიდან.
„ბარსელონა“ 10 ქულით მესამე ადგილზეა და 16 სექტემბერს „ბეტისს“ უმასპინძლებს.
პამპლონა. „ელ სადარი“. 21 966 მაყურებელი
ოსასუნა - ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 კუნდე
(45+1), 1:1 ჩიმი ავილა (76), 1:2 ლევანდოვსკი (85, პენ)
გაძევება: კატენა (84, ოსასუნა)