კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონა" გუნდის მწვრთნელს, ხავის, მომავალი წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს ერთი სეზონით გაუხანგრძლივებს და პირობებსაც გაუუმჯობესებს.
ხელშეკრულებას კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ გაუფორმებს, რომელიც შვებულებაში გავიდა. ამიტომ პროცედურა მცირე ხნით დაგვიანდება. "ბარსას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კმაყოფილია ხავის მუშაობით და იმით, რომ ის კლუბის ფინანსურ სიტუაციას გაგებით ეკიდება.
ხავიმ "ბარსელონა" 2021 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიგო.