16 წლის იამალის გამოსასყიდი ფასი 1 მილიარდი იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონა" 16 წლის ნახევარმცველ ლამინ იამალთან კონტრაქტს გააფორმებს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

იამალს სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ - ეს ფიფას წესებით არასრულწლოვანი ფეხბურთელისთვის მაქსიმალური ხანგრძლივობის კონტრაქტია.

მხარეებმა შეთანხმებას ივლისში მიაღწიეს და ოფიციალურად ორშაბათს გამოაცხადებენ. იამალის გამოსასყიდი ფასი 1 მილიარდი ევრო იქნება.

იამალმა "ბარსელონაში" პირველად 15 წლისა და 290 დღის ასაკში ითამაშა და ლა ლიგაში კლუბის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ის ბალღი სად დაიკარგა გვარს ვეღარ ვიხსენებ იმისც მილიარდი იყო გამოსასყიდი
პატრიოტი
17:42 02-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული