"ბარსელონა" 16 წლის ნახევარმცველ ლამინ იამალთან კონტრაქტს გააფორმებს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
იამალს სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ - ეს ფიფას წესებით არასრულწლოვანი ფეხბურთელისთვის მაქსიმალური ხანგრძლივობის კონტრაქტია.
მხარეებმა შეთანხმებას ივლისში მიაღწიეს და ოფიციალურად ორშაბათს გამოაცხადებენ. იამალის გამოსასყიდი ფასი 1 მილიარდი ევრო იქნება.
იამალმა "ბარსელონაში" პირველად 15 წლისა და 290 დღის ასაკში ითამაშა და ლა ლიგაში კლუბის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.