გავის საქართველოსთან მატჩი ცუდად დაამახსოვრდება - ის 2025 წლამდე ნაკრებში ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "ბარსელონას" ტრავმირებული ნახევარმცველი გავი, რომელმაც ჯვარედინი იოგები საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაში გაიწყვიტა, ესპანეთის ნაკრებს 2025 წლის მარტამდე ვერ დაეხმარება.

19 წლის ფეხბურთელი ევრო 2024-სა და ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს, მიმდინარე სეზონში ვეღარ იასპარეზებს და "ფურია როხას" მისი იმედი მხოლოდ 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ექნება.