ვინისიუსი ისევ თავის სტიქიაშია - "ატლეტიკომ" "რეალი" თასიდან გამოაგდო

AutoSharing Option
ესპანეთის თასის მერვედფინალში „ატლეტიკომ“ სახლში დამატებით დროში „რეალი“ 4:2 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა და „რეალის“ წარმომადგენლები თვლიან, რომ მსაჯმა გილერმე კუადრო ფერნანდესმა მასპინძელთა სასარგებლოდ რამდენიმე შეცდომა დაუშვა.

კვლავ შეხლა-შემოხლა ჰქონდა მოედანზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელ ვინისიუსს. ერთ-ერთ ეპიზოდში ბრაზილიელი უკმაყოფილო დარჩა იმის გამო, რომ აუტის ხაზთან ბურთი ბიჭმა დროულად არ მიაწოდა, არბიტრთან ჩივილი დაიწყო და ყვითელი ბარათი მიიღო. დამატებითი დროის დაწყების წინ კი ვინისიუსი „ატლეტიკოს“ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ეკამათა, რომელსაც არ მოეწონა, როგორ აღნიშნა მან
82-ე წუთზე ხოსელუს გატანილი გოლი. მათ შორის ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩადგნენ და ჩხუბის საშუალება არ მისცეს.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

ატლეტიკო - რეალი 4:2 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 ლინო (39), 1:1 ობლაკი (45+1, საკ. კარში), 2:1 მორატა (57), 2:2 ხოსელუ (82), 3:2 გრიზმანი (100), 4:2 რიკელმე (119)