18 წლის როკე შევიდა, გაიტანა და გააძევეს - "ბარსელონამ" "ალევესს" მოუგო

AutoSharing Option
ლა ლიგის 23-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ალავესი“ 3:1 დაამარცხა.

ისევ გაიტანა 18 წლის როკემ - მან მეტოქის კარი შეცვლაზე შესვლიდან 4 წუთში დალაშქრა, შემდეგ 5-წუთიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

ლევანდოვსკიმ ჩემპიონატზე 6 უგოლო მატჩის შემდეგ გაიტანა.

„ბარსელონა“ 50 ქულით მესამე ადგილზეა და 12 თებერვალს „გრანადას“ უმასპინძლებს.

ვიტორია-გასტეიზი. „მენდისოროსა“
ალავესი - ბარსელონა 1:3
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (22), 0:2 გიუნდოგანი (49), 1:2 ომოროდიონი (51), 1:3 როკე (63)
გაძევება: როკე (72, ბარსელონა)

altხავი: უსინათლო ადამიანმაც იცის, რომ "რეალს" მსაჯები ეხმარებიან