ტრაგედიის გამო "ვალენსიას" "გრანადასთან" მატჩი გადაიტანეს

AutoSharing Option
ვალენსიაში ორ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა, სულ მცირე, ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ცხრამეტი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, სახელმწიფო დროშები დაეშვება და ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდება.

24 თებერვალს, ლა ლიგის 26-ე ტურში, "ვალენსია" სტუმრად "გრანადას" უნდა შეხვედროდა. ტრაგედიის გამო "ვალენსიამ" მატჩის გადატანა მოითხოვა და მათი თხოვნა დააკმაყოფილეს.

ესპანეთში ჩემპიონატის ყველა თამაში წუთიერი დუმილით დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვიდობა სრულიად მსოფლიოში!
ვახო...
18:53 23-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული