ბელინგემი და ხესუს ხილ მანსანო დაისაჯნენ - "რეალი" გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩის სკანდალურად დასრულების შემდეგ, სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "რეალს" უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა, სასჯელები გახდა ცნობილი.

მოგეხსენებათ, მატჩის არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ მადრიდელთა ბოლო შეტევის დროს, რა მომენტშიც "ბლანკოსის" ერთ-ერთი ფეხბურთელი ბურთს საჯარიმოში აბრუნებდა, თამაში დაამთავრა, რამდენიმე წამში კი ჯუდ ბელინგემმა გოლი გაიტანა.

არბიტრმა სამსაჯო კომიტეტში განხილვის დროს შეცდომა აღიარა და ის ლა ლიგის მომდევნო 2 ტურში არ იმსაჯებს.

დაისაჯა ჯუდ ბელინგემიც, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. ინგლისელის საქციელი, რომელიც მსაჯს ეკამათებოდა, შეურაცხყოფად და უპატივცემულობად აღიქვეს, ამიტომ 2 მატჩის გამოტოვებით დააჯარიმეს, "რეალი" კი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ოჰ? "ჯუდიკოს" როგორ აკადრეთ???
გიგა
15:20 06-03-2024
12
მსაჯთა კომისიამ გაამტყუნა ეს არბიტრი და სად არიან ის ექსოერტები..არიქა არ იყო გოლისამართლიანიო..არცერთ ქართველს არ სურს მამარდას კარში გოლი..ვისი თავგადაკლული ფანიც არ უნდა იყვე..მაგრამ სიმართლეს ვერ წაუხვალ..
კიეზა
20:22 06-03-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული