"რეალის" დანაკლისი შეტევით ხაზში - მბაპეს უქმობა გამოუწერეს

AutoSharing Option
The Athletic-ის ინფორმაციით, ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, სადაც "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ალავესს" 3:2 სძლია, კილიან მბაპემ ბარძაყის ტრავმა მიიღო.

ფრანგი მე-80 წუთზე შეცვალეს და სამედიცინო გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მას დაახლოებით 3 კვირა უქმობა მოუწევს.

ამრიგად, კილიანი მადრიდულ დერბის "ატლეტიკოსთან", ასევე, "ლილთან" და "ვილიარეალთან" შეხვედრებს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე "რეალის" ფორმა 9 შეხვედრაში მოირგო, სადაც 7 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული