"ბარსელონას" რაფინიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

AutoSharing Option
Sport 45-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" გუნდის 27 წლის ბრაზილიელ შემტევ რაფინიას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს.

მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით, ფეხბურთელი "ბლაუგრანაში" 2027 წლამდე უნდა დარჩეს. ჯერჯერობით, რა პირობებს სთავაზობენ კატალონიელები ბრაზილიელს, უცნობია.

რაფინიამ კი, თავის მხრივ, მიმდინარე სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ლა ლიგის საწყის 7 ტურში 5 გოლიც გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფუ, ეს ენის გადმოდგება რა უბედურებაა?დდდ
გიგა
18:59 27-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული