"რეალმა" კარვახალის ტრავმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-9 ტურში "რეალმა" "ვილიარეალს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის მიწურულს უმძიმესი ტრავმა მიიღო მადრიდელთა მცველმა დანი კარვახალმა, რომელიც საკაცით გაიყვანეს.

"სამეფო გუნდმა" დღეს ესპანელი მცველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ნავარაუდევი იყო, 32 წლის უკანახაზელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

"ბლანკოსის" განცხადებაში ნათქვამია, რომ კარვახალმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, ოპერაციის გაკეთება მოუწევს და აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ სად ხართ დაემორჩილეთ ცხვრებივით ფიფას და უეფას უარესი დაგემართებათ.
yobo
13:21 06-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული