უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

ევროპა ლიგა. 1/16-ფინალის წინ: საბას დღეს ველით, ჯანო სათვალავშია

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის პლეი-ოფის პირველ წრეში 15 მატჩი გაიმართება (ერთი შეხვედრა სერბულ "ცრვენა ზვეზდასა" და რუსულ ცსკა-ს შორის უკვე შედგა).

რანგით მეორე ევროტურნირზე ბევრია საინტერესო წყვილი. ასე რომ, დღეს ფეხბურთის გულშემატკივრები ნამდვილად არ მოიწყენენ.

ქართველები პლეი-ოფში
ქართველებით დავიწყოთ - პლეი-ოფში მხოლოდ ორი კლუბია, სადაც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ. ორივე რუსულია - ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" და საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი".

ჯანოს გუნდი ჯანოს გარეშე უმასპინძლებს ბილბაოს "ატლეტიკს". ქართველი ნახევარმცველი უმძიმესი ტრავმის მერე ისევ იშუშებს ფეხს.

კვირკველიას ტრავმა არ აწუხებს. მისი გუნდი ფრანგულ
"ნიცას" სტუმრობს. რუსეთის პრემიერლიგის ლიდერი უკვე საფრანგეთშია. საფრანგეთში კვირკველია და კომპანია ესპანური შეკრებიდან გადავიდა.

კვირკველია სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება. "ლოკომოტივის" მთავარი პრობლემა ის არის, რომ დეკემბრის დასაწყისის შემდეგ არც ერთი ოფიციალური მატჩი არ უთამაშია.

ფავორიტები
მას შემდეგ, რაც დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ლიგას დაემშვიდობა და ევროპალიგაზე გადაერთო, მადრიდული კლუბი ახლა ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია და დღეს "კოპენჰაგენს" სტუმრობს.

პლეი-ოფში ლა ლიგის კიდევ სამი წარმომადგენელია. "ბილბაოზე" უკვე ვთქვით, "რეალ სოსიედადი" კი ავსტრიულ "ზალცბურგს" მასპინძლობს.

"ვილიარეალს" საფრანგეთში "ლიონთან" ელის დაძაბული დაპირისპირება. მესამე ფრანგული კლუბი ("ნიცას" და "ლიონის" შემდეგ) "მარსელი" პორტუგალიურ "ბრაგას" მასპინძლობს.

ფავორიტებს შორის არიან ლონდონის "არსენალი", "მილანი", "ნაპოლი" და დორტმუნდის "ბორუსიაც".

ფაქტები
ევროპალიგის პლეი-ოფში ყველაზე მეტი მატჩი გამართული აქვთ ედუარდო სალვიოს (37), ოსკარ კარდოსოს (33) და დანიელ კარისოს (31).
ევროპალიგის პლეი-ოფში ყველაზე მეტი გოლი გატანილი აქვთ რადამელ ფალკაოს (20), ოსკარ კარდოსოს (16) და კევინ გამეიროს (14).
რომის "ლაციოს" ზედიზედ 4 თამაშია, რაც არ მოუგია.
ბელგრადის "პარტიზანი" ზამთრის შესვენების შემდეგ ოფიციალურ მატჩებს პირდაპირ ევროთასებით იწყებს.
პსჟ-ის სენსაციურად დამარცხების შემდეგ "ლიონმა" ზედიზედ სამი თამაში წააგო.
"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატის ლიდერია. ამ გუნდმა ბოლო 5 დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა.
"ლაიპციგს" ბოლო სამი მატჩია, რაც არ წაუგია.
აეკ-მა 2018 წელს 6 მატჩი ითამაშა და ჯერ არ წაუგია.
2007 წლის ჯგუფურ ეტაპზე "ატლეტიკომ" "კოპენჰაგენი" 2:0 დაამარცხა.
აეკ-მა ევროპალიგის ბოლო 5 მატჩი ფრედ ითამაშა.
"ზალცბურგმა" ევროპალიგაზე ბოლო ხუთ მატჩში ერთი გოლიც არ გაუშვა.

ოთხშაბათი, 14 თებერვალი
ცრვენა ზვეზდა-ცსკა 0:0

ხუთშაბათი, 15 თებერვალი
ასტანა-სპორტინგი 20:00
დორტმუნდი-ატალანტა 22:00
ლუდოგორეცი-მილანი 22:00
მარსელი-ბრაგა 22:00
ნიცა-ლოკომოტივი (მ) 22:00
ოსტერსუნდსი-არსენალი 22:00
სოსიედადი-ზალცბურგი 22:00
სპარტაკი-ბილბაო 22:00
აეკ-დინამო კ. 00:05
სელტიკი-ზენიტი 00:05
კოპენჰაგენი-ატლეტიკო 00:05
სტიაუა-ლაციო 00:05
ლიონი-ვილიარეალი 00:05
ნაპოლი-ლაიპციგი 00:05
პარტიზანი-პლზენი 00:05

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ