უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

"ჩიხურასა" და " ბეითარის" ქომაგს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ებრაელი ფანი [PHOTO]

AutoSharing Option
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის  პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საჩხერის "ჩიხურა" იერუსალიმის "ბეითარს" მასპინძლობს. 

მატჩის დაწყებამდე ებრაელ ქომაგები, ადგილობრივ გულშემატკივარებსა და პოლიციას დაუპირისპირდნენ. სიტუაცია "ბეითარის" ქომაგებმა გაამწვავეს, ისინი აგრესიულად იქცეოდნენ და შეურაცხმყოფელ ფრაზებს იძახდნენ. სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცავებმა შეძლეს, დაკავებულია რამდენიმე ებრაელი ქომაგი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ებრაული კლუბის ფანკლუბი ხშირად ეხვევა სკანდალებში, ისინი ადგილობრივ ჩემპიონატშიც აგრესიულად იქცევიან.

ამ ეტაპზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ებრაელ ქომაგთა ნაწილმა შეძლო თამაშზე შესვლა და საკმაოდ აქტიურად ქომაგობენ საკუთარ გუნდს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge